Thursday, July 12, 2018

ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლება საქართველოში

საქართველოში 141 აზერბაიჯანული სკოლაა და 8 დამოუკიდებელი აზერბაიჯანული სექტორი სხვა სკოლებში, 133 სომხური სკოლა და 20 დამოუკიდებელი სექტორი, 87 რუსული სკოლა და 152 დამოუკიდებელი სექტორი, 10 დამოუკიდბელი ოსური სექტორი.
სულ, საქართველოში ფუნქციონირებს 361 ე.წ. არაქართული სკოლა და 190 დამოუკიდებელი სექტორი, სადაც სწავლება ეროვნულ უმცირესობათა მშობლიურ ენებზე მიმდინარეობს (აქ და შემდგომში არ არის გათვალისწინებული აფხაზეთისა და ოსეთის მონაცემები).

საერთო სიტუაცია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმყოფება რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, მაინც დიდი ყურადღება ექცევა განათლებას ეროვნულ უმცირესობათა ენებზე. ეს შეიძლება მიანიშნებდეს საქართველოში არსებულ მოქალაქეთა კულტურული და ენობრივი უფლებების პატივისცემაზე. თუმცა, არსებობს სპეციფიკური სიძნელეები, რომლებიც ფუჭს ხდის ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც სახელმწიფო მიმართავს ეროვნულ უმცირესობათა განათლების სფეროში.

სახელმძღვანელოების პრობლემა
საშუალო განათლების სკოლების უმრავლესობა, რომლებშიც ამა თუ იმ ეროვნული უმცირესობის ენა გამოიყენება სასწავლო ენად, სახელმძღვანელოებს იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან - ამა თუ იმ ეროვნული უმცირესობის სამშობლოდან. ამ ქვეყნების განათლების პროგრამა ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება საქართველოში მიღებულ სტანდარტებს. პრობლემატურია ასევე საქართველოში გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების ცუდი პოლიგრაფიული ხარისხი, აპრობირებული სასწავლო პროგრამების არარსებობა იმ დაწასებულებებისათვის, სადაც უმცირესობათა ენები გამოიყენება სასწავლო ენად და მოქმედი სტრუქტურების არაეფექტურობა, რომელთაც ევალებათ ასეთი პროგრამის განვითარება და შეფასება.

ისტორიის სახელმძღვანელოები
უმცირესობათა ენებზე მომქმედი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები არ მოიცავენ მათი ისტორიული სამშობლოს ისტორიის შესაწავლას, როგორც საერთო განათლების სასწავლო პროგრამის ნაწილს. არადა, უმცირესობების მრავალი წარმომადგენელი მოითხოვს, რომ ეს საგნები შეტანილ იქნას ამ სკოლების პროგრამაში. ამ შემთხვევაში სახელმწიფო და საზოგადოება დგას დილემის წინაშე: ამ საგნების შემოტანამ სასკოლო პროგრამაში შეიძლება წინააღმდეგობა წარმოშვას ერთი სასკოლო პროგრამის ფარგლებში და ხელი შეუწყოს ინტერეთნიკური დაძაბულობის ზრდას. ისტორიული ფაქტების წარმოდგენა და ინტერპრეტაცია ამ სახელმძღვანელოებში (დაწერილი შესაბამის სახელმწიფოებში) შესაძლებელია სრულ დაპირისპირებაში მოვიდეს იმასთან, რაც დაწერილია ქართულ იტორიის სახელმძღვანელოებში. მეორე მხრივ, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნათა იგნორირებამ შეიძლება ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ უკამყოფილება და ლოიალურობის ეროზია შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ ეთნიკური უმცირესობის ისტორიული სამშობლოს ისტორია საშუალო განათლების სკოლებში ფაკულტატიურ საფუძველზე მაინც ისწავლება და სახელმწიფო სერიოზულად არ ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას.

საშუალო განათლების სკოლები
განათლების ხარისხი საშუალო განათლების დაწესებულებებში, რომლებშიც ამა თუ იმ უმცირესობის ენა სასწავლოდ ენად გამოიყენება, მთლიანობაში, არ უთანასწორდება იმ სკოლებს, სადაც სასწავლო ენას საქართველოს სახელმწიფო ენა წარმოადგენს. გამომწვევ მიზეზებს ზემოთ და ქვემოთ მითითებულ პრობლემათა მთელი სპექტრი წარმოადგენს. მათ შორისაა, სახელმძღვანელოების პრობლემა (მათი არარსებობა, სიძვირე და ცუდი ხარისხი), მასწავლებელთა დეფიციტი, განსაკუთრებით, კატასტროფული უკმარისობა ქართულის მასწავლებლებისა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილად არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს მათი შრომის საფასური უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ამასთან, არარსებობა მიზანდასახული, აპრობირებული სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა, სადაც სწავლება იქნებოდა უმცირესობათა ენებზე, ავსებს შექმნილი უპერსპექტივობის პანორამას.

ბილინგვური განათლება
დღეისათვის საქართველოში ბილინგვური კლასების რაოდენობა საშუალო განათლების სკოლებში, რომლებშიც უმცირესობათა ენა გამოიყენება სასწავლო ენად, შემოიფარგლება მხოლოდ თავად ქართული ენის შესწავლით და - იშვიათ შემთხვევებში - საქართველოს ისტორიით. დღეისათვის, ექსპერიმენტული ბილინგვური კლასების შექმნის საკითხი, საზოგადოებაში, უფრო და უფრო აქტიურად ისმება და, თავისთავად, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.

მომხრეები
არსებულ იდეას მხარს უჭერენ სახელმწიფო სტრუქტურების და ქართული ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ხსენებულის შედეგად, დაიწყება ეროვნულ უმცირესობათა უმრავლესობის სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის (ან ასიმილაციის?) რეალური პროცესი. ამ პოლიტიკის მხარდამჭერები არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, ძირითადად, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ქალაქებში შერეული მოსახლეობით და ასევე ადგილობრივი ეთნიკური ელიტების წარმომადგენლები.

მოწინააღმდეგეები
იდეის მოწინააღმდეგეები, ძირითადად, არიან ნაციონალისტური მიმართულების ძალის წარმომადგენლები, როგორც ეთნიკური უმცირესობის ისე უმრავლესობის მხრიდან. თუმცა, წინააღმდეგობის მიზეზი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნაციონალისტები ეთნიკური უმრავლესობიდან ეწინააღმდეგებიან ამ სიახლეს იმ „იმედით“, რომ შეინარჩუნებენ და უზრუნველყოფენ უპირატესობას ეთნიკური პრინციპით, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და წაახალისებენ ემიგრაციის პროცესს; ნაციონალისტები ეთნიკური უმცირესობებიდან ეწინააღმდეგებიან ზემოთხსენებულ სტრაგეგიას ასიმილაციის (თუ ინტეგრაციის?) შიშით. გარდა იმისა, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანების მონაწილეობამ სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში შეიძლება გავლენა ოქონიოს ბილინგვური სკოლების მომავალზე, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს დღეისათვის არ გააჩნია ფინანსური და ადამიანური რესურსები მოცემული იდეის განსახორციელებლად. აგრეთვე, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ამ იდეას ხშირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეთნიკურ თემთა ხელმძღვანელები საზოგადოებში საკუთარი ადგილის დაკარგვის შიშით. პრობლემა ისაა, რომ რაიონებში, სადაც სოფლის მოსახლეობა მრავლად არის წარმოდგენილი, არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება მოცემული სტრატეგიის მიმართ და თემთა ლიდერებს არ სურთ საკუთარი ავტორიტეტის შერყევა არაპოპულარული პროექტებით. ობიექტური ინტერესი, წინააღმდეგობა გაუწიონ მსგავს რეფორმას, აქვთ საშუალო განათლების სკოლათა ხელმძღვანელებს, სადაც ამა თუ იმ ეროვნული უმცირესობის ენა სასწავლო ენად გამოიყენება, და აგრეთვე ხანშიშესულ პდეაგოგებს, რომელთაც არ შეუძლიათ გაიარონ ხელახალი კვალიფიკაცია და, შესაბამისად, ეშინიათ სამუშაო ადგილების დაკარგვისა.

სკოლამდელი განათლება
საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც შესაძლებელია ეროვნულ უმცირესობათა ენაზე განათლების მიღება, გარდა რუსულისა. შედეგად, ბავშვები, რომლებიც დადიან რუსულენოვან ბაღებში, სკოლაში შესვლისას არ ფლობენ ქართულ ენას და, შესაბამისად, ბავშვებს, რომლებიც დადიან ქართულენოვან საბავშვო ბაღებში, არა აქვთ შესაძლებლობა საფუძვლიანად განავითარონ ცოდნა ამა თუ იმ ეთნიკური უმცირესობის ენაზე, მაშინიც კი, თუ ისინი განეკუთვნებიან მათ.

უმაღლესი განათლება
საქართველოში, უმაღლეს სასწავლებელთა რაოდენობა ეთნიკურ უმცირესობების ენებზე, სრულიათ არაადეკვატურია საშუალო განათლების სკოლათა რაოდენობისა.
დღეს ეთნიკური უმცირესობები, იღებენ რა ცოდანას მშობლიურ ენებზე, არა აქვთ შესაძლებლობა საჭირო დონეზე შეისწავლონ სახელმწიფო ენა და, ბუნებრივია, არ შეუძლიათ განაგრძონ განათლების მიღება ქართულ ენაზე. ამით ისინი, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ამცირებენ თავიანთი სამოქალაქო გამოსადეგობის კოეფიციენტს და იზოლაციაში რჩებიან საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან.
ნათქვამის ერთ-ერთი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები, რომელთაც არა აქვთ შესაძლებლობა განათლების გაგრძელებისა, არ არიან კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე და შეუძლიათ მხოლოდ არაპრესტიჟული და დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. ამას მივყავართ იქამდე, რომ ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ემიგრირებენ თავიანთ ისტორიულ (ეთნიკურ) სამშობლოში ან სხვა ქვეყნებში. ზოგი კი მასაში იკარგება. იქმნება გარკვეული ენობრივი ფილტრი, რომლის დახმარებითაც ხდება პრესტიჟული სოციალური ნიშების განცალკევება ეთნიკური კონტრაგენტებისაგან.

სამოქალაქო განათლება
ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, ეროვნულ უმცირესობათათვის საქართვლოს განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, არის სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების ქონა. ინტერეთნიკურ სფეროში არსებული მრავალი სირთულე, რომელიც ანელებს ინტეგრაციულ პროცესებს და საშუალებას არ აძლევს უმცირესობებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებაში, გამომდინარეობს სწორედ მათი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების დაბალი ხარისხიდან. ბევრი მათგანი არ იტვირთავს თავს სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობებით, რისი მიზეზიც, ძირითადად, საკუთარი უფლებების არცოდნა ან უნდობლობაა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს თვითდისკრიმინაციას, ნაწილობრივ იზოლაციას და ეთნიკური უმცირესობების მცირე მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებირივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. პარადოქსალურია ისიც, რომ ხშირად, შედარებით აქტიურ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებსაც კი, არ გააჩნიათ ინფორმაცია არა მხოლოდ უმცირესობათა უფლებების დაცვის ბერკეტების შესახებ, რომლებიც ჩადებულია საქართველოს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებში, არამედ, ხანდახან საერთოდ არ იციან ნახსნები დოკუმენტების ბაზის არსებობა.

No comments:

Post a Comment