Monday, April 2, 2018

სკოლამდელი განათლება


სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოს კონსტიტუციის 35.3 მუხლით არის გარანტირებული44 . მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთში ამ კუთხით ბევრი პრობლემა წარმოჩნდა.
შემაშფოთებელი პრობლემა არის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობები, რომელთაც ცუდი სანიტარული პირობები აქვთ, რაც ხშირად ბავშვებს დასწრებას ართულებს .


საბავშვო ბაღები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ შეზღუდული დაფინანსება სხვა პროექტებს ხმარდება და ამგვარად, პრობლემების უმრავლესობა გამოუსწორებელი რჩება46 . ბოლო მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 54 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, მათგან 17 არა ქართულენოვანია47 , ძირითადად საქალაქო რაიონებში48 . სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები, რაც საკმაოდ პრობლემატურია, რადგან ის ხელს უშლის ხელმისაწვდომობას იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მოშორებულ რაიონებში. ამას ემატება ის ფაქტი, რომ მაღალია იმ სომეხი უმცირესობის წილი, რომელიც არ აძლევს ბავშვებს სკოლამდელ განათლებას. რეგიონული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფორმაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში, სკოლამდელი ასაკის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 4,322 ბავშვიდან მხოლოდ 1,116 იღებს სკოლამდელ განათლებას49 . აღნიშნულმა შეიძლება წარმოქმნას პრობლემები, რადგან დაწყებით კლასებში შესვლისას ყველა ბავშვი სწავლას ერთი და იმავე საფეხურიდან არ იწყებს50 . სკოლამდელი განათლება განათლების ის ნაწილია, რომელსაც ალბათ საქართველოში ყველაზე დიდი პერიოდის განმავლობაში ნაკლები ყურადღება მიექცა განსაზღვრული პოლიტიკისა და რეგულაციების გარეშე. ბოლო წლების განმავლობაში ეს შეიცვალა და სკოლამდელი განათლება მთავრობის პრიორიტეტი გახდა. 2014 წლის დასაწყისში, UNICEF - თან ერთად შემუშავდა კანონი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ51 , რომელიც პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული52 . 2015 წელს, სტანდარტიზაციის პირველი პოლიტიკა შემუშავდა53 , რომელიც მიზნად ისახავდა 5 წლის ასაკის ბავშვის მომზადებას დაწყებითი განათლებისთვის54 . მოსალოდნელი იყო, რომ ეს პოლიტიკა ერთი წლის დაგვიანებით განხორციელდებოდა არაქართულენოვან სკოლებში, მისი პილოტირების პირველი წლისა და განათლების სამინისტროსთვის (MoES) ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნისათვის საჭირო დროის გამო55 . მიუხედავად ამისა, სკოლამდელი განათლების რეგულაცია არ არსებობს და, შესაბამისად, დაწესებულებები საკუთარი გამოცდილების და სწავლის შესაბამისად ფუნქციონირებენ. როგორც წესი, ადმინისტრაცია და მასწავლებლები არ არიან მომზადებული სწავლების ახალი მეთოდებისთვის და არ აქვთ მეთოდური სახელმძღვანელოები მათი სომხურ ენაზე თარგმნის სიმცირის გამო56 . დღეისათვის სკოლამდელი აღზრდის 15 მასწავლებელი გადამზადდა სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ უნივერსიტეტში, რომელთაგანაც არც ერთი არ არის ეთნიკურად სომეხი57 . შესაბამისად, სკოლამდელი განათლების ხარისხი, განსაკუთრებით უმცირესობის ენის სკოლებში, არადამაკმაყოფილებელია.

No comments:

Post a Comment